მინდა, მთავრობის შესაბამის წევრებს ვთხოვო, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის - პრემიერი

26 თებერვალი 2024, 11:49 302 ნახვა

განსაკუთრებული მადლობა „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავარობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის შესაბამის წევრებს  სთხოვა, განაგრძონ მოლაპარაკებები განახლებული პირობების დასაზუსტებლად.

„მოგეხსენებათ, გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს „ეროვნული ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

გვესმის, რომ ბანკს, პირველ რიგში, აქვს კომერციული ინტერესები, თუმცა ამასთან ერთად, ბანკმა გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე პუნქტით. მინდა, მთავრობის შესაბამის წევრებს ვთხოვო, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ საზოგადოებას დაზუსტებული ინფორმაცია მიეწოდოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი