ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

25 თებერვალი 2024, 14:08 888 ნახვა

ქედის სასპორტო სკოლამ კიდევ ერთ ტურნირს უმასპინძლა ქართულ ჭიდაობაში. სპორტულ აქტივობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სპორტსმენები იყვნენ ჩართული სხვადასხვა წონით კატეგორიაში. გამოვლინდა აჭარის ნაკრები, რომელიც საქართველოს პირად პირველობაზე იასპარეზებს 5-6-7 მარტს  ხაშურში.

აჭარის პირად პირველობის ტურნირში  საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენები მედლებით თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

სპორტულ ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა საუკეთესო ტექნიკური შედეგების მქონე სპორტსმენი, რომელიც მსაჯთა ნაკრებმა დაასახელა. 

სპორტული აქტივობის მიზანი ქართული ჭიდაობის მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი