გელა ჯანელიძის ხსოვნის ტურნირი ჭიდაობაში

24 თებერვალი 2024, 20:02 431 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საერთაშორისო კლასის არბიტრის, ღირსებისა და ფილას ორდენი კავალერის გელა ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 

შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის 30 მოჭიდავე მონაწილეობს.

ასპარეზობა მესამედ ტარდება. ორგანიზატორთა განცხადებით გელა ჯანელიძის ხსოვნის ტურნირი მომავალში უფრო ფართომასშტაბიანი გახდება და მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც გაიზრდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში