ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველო დგას უკრაინის გვერდით - საგარეო საქმეთა სამინისტრო

24 თებერვალი 2024, 12:39 477 ნახვა

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.

„საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა დარღვევით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წელი გავიდა. ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა.

 

საქართველოს სახელით ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი