უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი შვედი კოლეგის ბუდაპეშტში ვიზიტმა, აღადგინა ნდობა და გზა გაუხსნა უნგრეთის პარლამენტს, რათა ორშაბათს კენჭი უყაროს შვედეთის ნატოში გაწევრების შესახებ განაცხადის რატიფიცირებას. ამის შესახებ, ინფორმაციას ამერიკული გაზეთი, The New York Times-ი ავრცელებს.
„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის, გავწიროთ სიცოცხლე ერთმანეთისთვის“, - განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში შვედ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ხანგრძლივ პროცესს, ასევე, შეიძლება ვუწოდოთ ნდობის აღდგენის პროცესი", - აღნიშნა მან.