უკრაინაში ომი ღია ჭრილობად რჩება ევროპის შუაგულში - ანტონიო გუტერეში

24 თებერვალი 2024, 10:40 385 ნახვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია პირდაპირ არღვევს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალს.

"ორი წლის შემდეგ - და ათი წლის შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსია მოხდა - უკრაინაში ომი ღია ჭრილობად რჩება ევროპის შუაგულში.

 

მშვიდობის დროა - სამართლიანი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას, საერთაშორისო სამართალსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიო გუტერეშის თქმით, სამოქალაქო პირებსა და პატიმრებზე, წამებისა და სექსუალური ძალადობისთვის, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი