უეფსი-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონს ილია თოფურიას ესპანეთში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ქართველი მებრძოლი აეროპორტის გასასვლელამდე პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ მიაცილა, იქ კი მას უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ.
ავტოგრაფების დარიგებისა და ფოტოების გადაღების შემდეგ, თოფურიამ ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მომავალში ჩხუბი მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურს.
როგორც იცით, ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ილიამ ლეგენდარული კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.
ილია თოფურიამ ასევე აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალისა“ და „სევილიას“ მატჩში ქომაგებს მოგებულ ქამარს წარუდგენს და მატჩში ბურთსაც შეიყვანს.