ორი წელი რუსეთ-უკრაინის ომიდან - ბათუმში მცხოვრები უკრაინელების ბრიფინგი

23 თებერვალი 2024, 10:18 780 ნახვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წელი სრულდება, თარიღთან დაკავშირებით მოხალისეები ორგანიზაციიდან „ბათუმი უკრაინისთვის“ მარათონს -„ირბინე შენი ქალაქისთვის“ - გამართავენ.

10 საათსა და 45 წუთზე მონაწილეები ბულვარში, ტარას შევჩენკოს მემორიალთან შეიკრიბებიან.

დაგეგმილია ასევე ავტო-მოტო გარბენი ბათუმის ქუჩებში. რისთვისაც მონაწილეთა შეკრება აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ დაიწყება. უნდა გაიმართოს ამხანაგური, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი უკრაინის და საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებებს შორის.

მატჩის პარალელურად ჩატარდება აუქციონი, გამოტანილი იქნება ბათუმის და კიევის დინამოს ფეხბურთელების მიერ გადმოცემული ექსკლუზიური ლოტები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში