გიორგი მარგველაშვილი ორდღიანი ვიზიტი ბაქოში დასრულებულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ აკადემიაში გიორგი მარგველაშვილი საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოვეს. პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო მართვის აკადემიას ეწვია სადაც, ყურადღება ორი სახელმწიფოს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა. ყურადღება იმ ფართომასშტაბურ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებზე გამახვილდა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს; მათ შორის, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტს.