საქართველოს პრემიერი-მინისტრი, დღეს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან გამართავს. რობერტა მეცოლასთან საუბრის თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება. ევროპული საბჭოს შემდეგ მხარდამჭერ გზავნილებს საქართველო ევროპარლამენტიდანაც ელოდება.
დღის მეორე ნახევარში, ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ერთობლივი განცხადების დასრულებისთანავე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.
გუშინ ირაკლი კობახიძე, შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ასევე ჟოზეფ ბორელსა და სხვა ევროკომისრებს, დაესწრო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-8 სხდომას.