ლევან თედიაშვილის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წევრებმა მიუსამძიმრეს

18 თებერვალი 2024, 17:55 499 ნახვა

ლევან თედიაშვილის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წევრებმა მიუსამძიმრეს.

ოლიმპიურ ჩემპიონს სამშაბათს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და მმართველი გუნდის წევრები იმყოფებოდნენ.

ქართული ჭიდაობის ლეგენდა, 75 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

თედიაშვილი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო, სამჯერ, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი