კურორტ გოდერძიზე მეორე დღეა საქართველოს რეგიონალური თასის ეტაპი იმართება სამთო-სათხილამურო სპორტში.
დღეს მონაწილეები ერთმანეთს სპეციალურ სლალომში ეჯიბრებიან. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა სათხილამურო სკოლა მონაწილეობს.
გამოვლინდებიან გამარჯვებულები როგორც უმცროს ისევე უფროს ასაკობრივ კატეგორიებში.