გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს. ნაკრების დებიუტანტი აკაკი ქემერტელიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
რობერტ დინგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე კი შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ.
დღეს კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიშვილი, ხოლო მირიან მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
ტურნირზე რეპეშაჟიდან მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ გიორგი გოგრიჭიანი და შოთა ფარტენაძე.