ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 

17 თებერვალი 2024, 10:05 429 ნახვა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ორმა ქართველმა – თემურ ნოზაძემ და ეთერ ლიპარტელიანმა ფინალურ ბლოკში იჭიდავეს.

ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა სერბ პერისიჩს დამატებით დროში მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუპოვა. ნოზაძე კი უზბეკ რაზაევთან დამარცხდა.

შეჯიბრების პირველ დღეს გამომსვლელი კიდევ ოთხი ქართველი – ამირან დარბაისელი, თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი და ნინო ლოლაძე გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი