20 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართება

17 თებერვალი 2024, 10:42 469 ნახვა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა ბრიუსელში 20 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ, ინფორმაციას ევროკავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას, რომელიც ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი გაუძღვება, ქართულ დელეგაციას კი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

მთავარი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა, ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება.

დახურულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები გაცვლიან საკუთარ ხედვებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონულ საკითხებზე და თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი