საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

16 თებერვალი 2024, 10:34 314 ნახვა

თურქეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან.

თურქეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. განიხილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხებიც.

თურქეთის შემდეგ საქართველოს ნომერ პირველი დიპლომატი უნგრეთს ეწვევა, სადაც ასევე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში