ბუქარესტში დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 ფალავნითაა წარმოდგენილი.
პირველ საჭიდაო დღეს ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება.
ხალიჩაზე რობერტ დინგაშვილი, გოდერძი ძებისაშვილი, აკაკი ქემერტელიძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გავლენ.