უმცროსი ბორჯღალოსნები მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ პარმაში გაემგზავრებიან და რვა გუნდიან 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას და იტალიას, საქართველოს გარდა პორტუგალია დაემატება. თითოეული მათგანი სამ-სამ თამაშს ჩაატარებს.
ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება. საქართველო 3 აპრილს საფრანგეთს ეთამაშება, ხოლო 7 აპრილს ინგლისს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში იწყებს.