აჭარის ბავშვთა და სასპორტო ფედერაციის ინიციატივით, სტარტი აიღო აჭარის რეგიონალურმა სპორტულ თამაშებმა, რომელშიც ექვსივე მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულები.
ასპარეზობა შვიდ სახეობაში გაიმართება: ფრენბურთში, გეზრბენში, ფეხბურთში, ბადმინტონში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და კალათბურთში.
ტურნირები როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა.
გუშინ უკვე გაიმართა შეჯიბრება გეზრბენში. სპორტული თამაშები ხუთ დღეს გაგრძელდება, გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს სპორტულ თამაშებში, წარმატების შემთხვევაში კი სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.