ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

15 თებერვალი 2024, 12:39 391 ნახვა

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა.

ტურნირის მესამე დღეს ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გავიდა, რომელმაც ორი მოძრაობის ჯამში 289 კილოგრამი დააგროვა მეცხრე ადგილი დაიკავა. 

ამ დროისთვის ქართველი ძალოსნების ანგარიშზე  სოფიაში მოპოვებული ოთხი მედალი რჩება.   

დღეს მედლებისთვის 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძე იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი