ბერძენ-რომაელებმა ევროპის ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

15 თებერვალი 2024, 09:38 323 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბულგარეთის სახელით გამომსვლელი მოჭიდავე დამაჯერებლად, 9:0 დაამარცხა და საქართველოს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.  

ჩვენმა ნაკრებმა შეჯიბრება ორი მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე 16 თებერვლიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი