შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება

14 თებერვალი 2024, 11:18 668 ნახვა

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეები პარლამენტში  შესული  კანონპროექტის მიხედვით  ვალდებული იქნებიან  ცხოველი  ოფიციალურად დაარეგისტრირონ, აუცილებელია ვაქცინაციის   დამადასტურებელი ბარათიც.

ასევე მაია ბითაძის მიერ ინიცირებული  კანონპროექტის მიხედვით,  სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში მხოლოდ  ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, წესის დარღვევა  300 ლარიან ჯარიმას  გამოიწვევს.

შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა საბავშვო ბაღების, სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების  ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტმოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში კი  150 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი