„რედ ბულ არენაზე" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი წრის პირველ მატჩში გერმანულმა ლაიპციგმა რეალს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გოლი მეორე ტაიმში ბრაიმ დიასმა გაიტანა, 24 წლის ესპანელმა ტრავმირებული ჯუდ ბელინგემის ნაცვლად ითამაშა.
მეორე შეხვედრაში „კოპენჰაგენმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
განმეორებითი მატჩები 6 მარტს ჩატარდება. დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.
მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდება, „პარი სენ-ჟერმენი“ კი „რეალ სოსიედადს“ მიიღებს. ორივე მატჩი თბილისის დრიოთ ღამის 12 საათზე დაიწყება.