საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 23 თებერვალს დანიასთან სტუმრად გამართავს. 26 თებერვალს კი სერბეთს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მატჩების წინ 13-14 კალათბურთელამდე შემცირდება.
ნაკრებში სიახლეა – ნატურალიზებული თად მაკფადენის ნაცვლად ჯო ტომასონი ითამაშებს, რომელიც ახლახანს თელავივის „მაქაბიში“ გადავიდა. ნაკრები დღეიდან შეკრებას დაიწყებს, 20 თებერვალს კი დანიაში გაემგზავრება.
ლეგიონერები გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან, თუმცა მათ რიგებში არ იქნებიან NBA-ს მოთამაშეები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.