აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

10 თებერვალი 2024, 10:18 328 ნახვა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა. 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვას მხარი 64-მა სენატორმა, მათ შორის, 14-მა „რესპუბლიკელმა“ დაუჭირა.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც კანონპროექტი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა დაბლოკეს. კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარს, ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარს, ღაზის, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდ დოლარს და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდ დოლარს მოიცავს.

ამის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაციის წევრებს შეხვდა.  ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში