ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიოს უმასპინძლა და 127:111 დაამარცხა.
ბითაძეს ამ შეხვედრაში სათამაშოდ მხოლოდ სამი წუთი მიეცა, თუმცა ქართველი ცენტრი მარგი ქმედებით ვერ გამოირჩა.
რაც შეეხება მეორე ქართველს, გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილი არც ამჯერად ათამაშა.