ხვალ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის თასზე მეორე შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.
ტურნირის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიაში ჩაატარა და 28:17 გაიმარჯვა და ამ მოგებით მსოფლიო რეიტინგში მეცამეტე პოზიციამდე აღზევდნენ.
პორტუგალიის ნაკრები კი ბელგიასთან წაგების შემდეგ მეთექვსმეტე პოზიციამდე დაეშვა. საქართველო-ნიდერლანდების მატჩი „ავჭალის“ სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.