საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 8 თებერვლიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია.
„ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისათვის,უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა რის გამოც რეისზე არსებულმა მატარებლებმა ვეღარ გააგრძელეს მოძრაობა. ამასთანავე, უამინდობის გამო 7 თებერვლის რეისებიც გაუქმდა.