საკალათბურთო გუნდმა „ბათუმმა“ სტუმრად ზესტაფონის „მარგვეთი“ დაამარცხა

07 თებერვალი 2024, 18:18 585 ნახვა

საკალათბურთო გუნდმა „ბათუმმა“ საქართველოს თასის მეთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად ზესტაფონის “მარგვეთი” 81:88 დაამარცხა.

ბათუმელთა რიგებში ყველაზე მეტი 20 ქულა, ვახტანგ ქადარიამ ჩააგდო. სტუმართაგან კარგი მატჩი ჰქონდა ასევე რევაზ როგავასაც, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით, 3 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მასპინძელთა რიგებში კი საუკეთესო 25 ქულით, 7 მოხსნითა და 2 გადაცემით, ტაიშონ კროუფორდი იყო.

ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 5 მარტს ‘ბათუმში“ გაიმართება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი