ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს - სალომე ზურაბიშვილი

07 თებერვალი 2024, 11:12 383 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში