საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

06 თებერვალი 2024, 10:04 393 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში სპორტკომპლექს არენა ორში გამართა.

ტრავმირებული ბექა ტყემალაძის ნაცვლად, გუნდს თორნიკე ბუკია შეუერთდა, რომელმაც გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

საქართველოს და რუმინეთის ამხანაგური მატჩები დღეს და ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი