ფიფა-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და მასპინძელი სტადიონები დაასახელა

06 თებერვალი 2024, 10:44 653 ნახვა

ფიფა-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და ტურნირის მატჩების მასპინძელი სტადიონები დაასახელა. ისტორიაში პირველად, მუნდიალზე 48 გუნდი ითამაშებს და ჯამში 104 შეხვედრა გაიმართება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს მეხიკოში მდებარე სტადიონი „აცტეკა“ უმასპინძლებს.

ამ სტადიონზე 1970 და 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატების ფინალი ჩატარდა. პლანეტის პირველობის ფინალი კი ამერიკის შტატ ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ ჩატარდება.

მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს 16 სტადიონი მიიღებს, მათგან 11 ამერიკაშია. მექსიკაში მუნდიალის მატჩები სამი ქალაქის სამ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო კანადაში – ორ სტადიონზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი