ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

04 თებერვალი 2024, 22:00 703 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით  გამარჯვებით დაიწყო. 

ბორჯალოსნებმა პირველ ტურში გერმანიას სტუმრად 17:28 აჯობეს. ჩვენმა ნაკრებმა შეხვედრაში საჯარიმო ლელოს გარდა 3 ლელოს დადება მოახერხა.

გატანილი ლელოებით თავი, ილია სპანდერაშვილმა, მერაბ შარიქაძემ და მირიან მოდებაძემ გამოიჩინეს. ხოლო 3 ზუსტი გარდასახვით გუნდს ლუკა მატკავა დაეხმარა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს შინ, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი