უსაფრთხო სათამაშოები - სახალხო დამცველის რეკომენდაცია

15 მარტი 2017, 00:00 2984 ნახვა

საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, მათთვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად, კი ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა. საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავრობას – გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი