ომი გრძელდება უკრაინაში. გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 14 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა მათგან 9 დრონი დნეპროპეტროვსკის, ოდესის, მიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებში ჩამოაგდეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, გასული დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინას შორის 77 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
როგორც გენშტაბი ამბობს, მთლიანობაში ოკუპანტებმა 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, 46 შეტევა კი უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო სისტემებიდან განხორციელდა.