პარიზის გრანდ-სლემზე ძიუდოში დღეს ჩხვიმიანი და სარდალაშვილი იჭიდავებენ

02 თებერვალი 2024, 11:55 554 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქი პრესტიჟულ ტურნირს დღეიდან 4 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს და ეს რიგით 50-ე საიუბილეო შეჯიბრება იქნება, ტატამზე კი 13 ქართველი ძიუდოისტი გავა. დღეს მედლები კაცთა შორის მხოლოდ ორ - 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი მეორე რაუნდშია დაშვებული და ვიეტნამელ დუკ დატ ჩუსა და ლიბანელ ფელიპე დაკრუზს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი სასტარტო წრეში მექსიკელ არატ ხუარესს გაეჯიბრება. 66 კილოგრამში ორივე ქართველი ძიუდოისტი ტატამიზე პირველივე რაუნდში გავა: ლაშა ნადირაძე სამხრეთკორეელ ბაულ ანს შეხვდება, ხოლო თენგო ზირაქაშვილი – კუბელ ორლანდო პოლანკოს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი