ცვლილება ქედის მერიის ჯანდაცვის პროგრამაში

01 თებერვალი 2024, 20:31 610 ნახვა

მიმდინარე წელს ცვლილება შევიდა ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში, მათ შორის, ”მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში, რომელიც ქედაში მცხოვრებლებისთვის 200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერით სარგებლობას ითვალისწინებს. გაიზარდა მედიკამენტების მიმღები ოჯახის სოციალური ქულის მაქსიმალური ზღვარი და ის 120 000-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერს უფრო მეტი ოჯახი მიიღებს. გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტიც. ბენეფიციარები რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტურ მკურნალობას, 200 ლარიან ვაუჩერს წელიწადში ერთხელ მიიღებენ, გარდა იმ ოჯახებისა სადაც ცხოვრობს ორი შშმ პირი ან ორი ვეტერანი. მათ ეს ვაუჩერი წელიწადში ორჯერ გადაეცემათ. პროგრამის ბიუჯეტი 450 000 ლარს შეადგენს. გასულ წელს ამ პროგრამით 2 200-მა ოჯახმა ისარგებლა. ქედის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 16 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი