მიჩიგანში ბაიდენის დაგეგმილ ვიზიტს აპროტესტებენ

01 თებერვალი 2024, 09:48 388 ნახვა

მიჩიგანის შტატში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის წინააღმდეგ გამოდის შტატის  არაბი მოსახლეობა. აქ მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი არაბული წარმომავლობისაა. ისინი ადგილობრივ სკოლაში ბაიდენის ვიზიტის წინააღმდეგ აქციაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები  სკანდირებდნენ პროპალესტინურ ლოზუნგებს.  

მიჩიგანში ბაიდენის ვიზიტი ღაზაში ისრაელ-ჰამასის  ომის გამო მღელვარების ფონზე იგეგმება, ამერიკელთა უმრავლესობა ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.   ბაიდენს ისრაელის მხარდაჭერა  შეიძლება მიჩიგანში ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის ფასად დაუჯდეს.

ოქტომბრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენის მხარდაჭერა არაბ ამერიკელებს შორის 17%-მდე დაეცა მაშინ, როცა მას  2020 წელს 59% ემხრობოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი