ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ 

31 იანვარი 2024, 10:04 424 ნახვა

12-20 თებერვალს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების განაცხადში არიან: რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე, შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე, არჩილ მალაყმაძე, რევაზ დავითაძე, ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე, ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე, მარიამ მურღვლიანი და ანასტასია გოტფრიდი.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპირველობას ერევანმა უმასპინძლა, ქართველი ძალოსნების მონაგარი კი 2 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი იყო.

ჩემპიონები შოთა მიშველიძე და ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვერცხლის მედლები კი რამინ შამილიშვილმა, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი ჩხეიძემ და ანასტასია ჰოტფრიდმა მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი