შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

30 იანვარი 2024, 21:37 388 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

შალვა პაპუაშვილმა ადრიენ კირალის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

ადრიენ კირალიმ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დაინტერესდა ცხრა ნაბიჯის შესრულების პროგრესით.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკომისიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე ევროკავშირის თორმეტ რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში. მან ადრიენ კირალის დეტალურად ესაუბრა 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

ადრიენ კირალიმ გამოხატა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირთან სექტორული დაახლოების კუთხით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი