11 მარტის ღამეს მომხდარი მოვლენების გამო, დაზარალდნენ ჟურნალისტებიც, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებულ რეჯიმში მუშაობდნენ, მოვლენების ეპიცენტრში იქ სადაც ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რეზინის ტყვიებს ისროდნენ, და მანქანები იწვოდა, ჟურნალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, აჭარის ტელევიზიის რამდენიმე ჟურნალისტი მკურნალობას სახლში გადის. დაზიანდა მედიის წარმომადგენლების ტექნიკაც, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ჩართვის აპარატურა. ჟურნალისტების განმარტებით ახალგაზრდები, რომელებიც აქციაში მონაწილეობდნენ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.