ფრანგული „მეცი“ ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერზე მუშაობს 

30 იანვარი 2024, 10:05 433 ნახვა

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, "ეკიპის" ინფორმაციით, "მეცი" აქტიურად მუშაობს ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერზე. მხარეებს შორის უკვე შედგა პირველადი კომუნიკაცია. ოთარს სეზონის დასრულების შემდეგ ავსტრულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება.

"მეცს" ინგლისური "უოტფორდიდან" მაროკოელი ნახევარმცველის, იმრან ლუზას დამატება სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგება. სწორედ ამის შემდეგ ფრანგებმა აქცენტი ქართველ ნახევარმცველზე გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილს სხვადასხვა დროს უთამაშია რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "დინამოში".

27 წლის ფლეიმეიქერი "შტურმის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი