ლიონის ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გასულ ტურში ლიონელებმა პერპინიანსი 36:24 დაამარცხეს, ქართველმა გარემარბმა კი მასპინძელთა სამივე ლელოში უშუალო მონაწილეობა მიიღო.
„ლიონს“ 13 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს სტუმრად „კლერმონთან“ გამართავს.
ნინიაშვილი ამ თამაშს, ალბათ, გამოტოვებს, რადგანაც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და 4 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი ელის გერმანიასთან.