ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში

29 იანვარი 2024, 13:08 322 ნახვა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარსლრუემ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ამაში თავისი წვლილი ქართველმა ფორვარდმაც შეიტანა. ზივზივაძის გუნდი უკვე მე-6 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა "ჰამბურგი" მალევე გაათანაბრა და პირვეილ ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში „კარსლრუეს“ პირველივე შეტევა ქართული გოლით დასრულდა. ბუდუმ ორ მცველს აჯობა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გაიტანა. საბოლოოდ "კარლსრუემ" 4:3 გაიმარჯვა. ზივზივაძეს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ის 84-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი ფორვარდისთვის ეს ამ სეზონში მეექვსე გოლია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში