საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ავსტრიას დაუპირისპირდება 

29 იანვარი 2024, 10:06 304 ნახვა

გერმანიის ქალაქ კიოლნში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართა.  გამოვლინდა 11 წყვილი, რომლიც ფინალური საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები გათამაშებაში დასკვნითი ეტაპიდან - პლეი ოფიდან ჩაერთვება და ავსტრიის ძლიერ გუნდს შეხვდება, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ვინაობა ორმატჩიან დუელში გაირკვევა. საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში თამაშს 8 ან 9 მაისს ჩაატარებს, ხოლო მეორე მატჩი ავსტრიაში 11 ან 12 მაისს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში დაიწყება. ტურნირს ხორვატია, დანია და ნორვეგია უმასპინძლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში