საფრანგეთის ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

29 იანვარი 2024, 10:05 317 ნახვა

ხელბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა. ფინალში საფრანგეთმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დანია 33:31 დაამარცხა.

ძირითადი დრო 27:27 დასრულდა. დამატებითი დროის ბოლო წუთისთვის ფრანგ ხელბურთელებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, მათ დამატებით ათ წუთში 6:4 გაიმარჯვეს და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებმა 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სწორედ დანიასთან წააგო. ამ გუნდების ფინალი შედგა 2014 წელსაც ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც საფრანგეთმა ბოლოს მოიგო კონტინენტის პირველობა.

მესამე ადგილი შვედეთმა დაიკავა, სკანდინავიელებმა ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში გერმანიის ნაკრები 34:31 დაამარცხეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში