ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთში ჩავიდა, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.
ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის ეს ვიზიტი ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლის იუბილეს ემთხვევა და ის ამ თარიღს პუტინთან ერთად აღნიშნავს.
ასევე პრეზიდენტები რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სხდომას გამართავენ, სადაც 2024-2026 წლის გეგმებს განიხილავენ და შეაჯამებენ გასული წლის შედეგებს.