გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა 

26 იანვარი 2024, 14:13 433 ნახვა

რუსეთის მოთხოვნით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც  ბელგოროდში „ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით იმსჯელეს. რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილე აცხადებს, რომ კიევის კრიმინალური რეჟიმის დასავლელი პარტნიორები არიან პასუხისმგებლები რეჟიმის დანაშაულებზე.

დიმიტრი პოლიანსკიმ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა  უკრაინის ელჩის მოადგილე.

კრისტინა ჰაიოვიშინის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე უშუალო პასუხისმგებელი რუსეთია. აქვე დაამატა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველა გარემოებას იძიებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი