ამბავი, რომელიც 11-12 მარტის მოვლენების გამო, მედიასაშუალებების ყურადღების მიღმა დარჩა-იმ დროს, როდესაც პოლიცია დემონსტრანტების დაკავებას აწარმოებდა.ფიროსმანის ქუჩაზე სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. აფეთქების ხმაზე, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ადგილზე ხალხი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც სამართალდამცავებს, აქციის მონაწილეებში აერიათ.