საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო" ბათუმმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ზამთრის პირველი საწვრთნელი შეკრება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი, პოლონურ ნიეჩიეზას „ტერმალიცას“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
პირველი ნახევარი შავიზღვისპირელებმა პაატა ღუდუშაურის მიერ მე-11 წუთზე გატანილი გოლით მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ნახევრის 51-ე წუთზე კი ამბროსევიჩმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"დინამო“ ბათუმი ანტალიაში პირველ წინასასეზონო შეკრებაზე კიდევ ორ ამხანგურ შეხვედრას გამართავს. ბათუმელები 28 იანვარს „შკენდიასთან,“ ხოლო 1 თებერვალს „ზაგლებიესთან“ ითამაშებენ.